სამედიცინო სექსოლოგია ინტერდისციპლინარული დარგია, რომლის შესწავლის საგანია ადამიანის სქესობრივი ჯანმრთელობა, რაშიც მოიაზრება როგორც მამაკაცისა და ქალის სექსუალური დისფუნქციები, ისე სექსუალობასთან დაკავშირებული მრავალი სხვა ასპექტები.
ადამიანთა სექსუალობა გამოიხატება იმით, თუ როგორ იზიდავენ მათ სხვა ადამიანები. მათი გრძნობები შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალური (საწინააღმდეგო სქესისადმი ლტოლვა), ჰომოსექსუალური (თავისივე სქესისადმი ლტოლვა), ან ბისექსუალური (ორივე სქესისადმი ლტოლვა).
„მეთიკლინიკა“ გთავაზობთ შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას:
- ვაგინიზმი (სქესობრივი აქტის ჩატარების შეუძლებლობა ტკივილის გამო ქალის საშოსა და მცირე მენჯის კუნთების სპასტიური შეკუმშვის შედეგად)
- "პირველი საქორწინო ღამის შიში" და სხვა ფსიქოგენური პრობლემები
- ანორგაზმია (სექსობრიცი აქტის დროს ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა ან გაძნელება)
- დისპარეუნია (ტკივილის შეგრძნება სქესობრივი აქტისას)
- სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება (დაკავშირებული ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან, შაქრიან დიაბეტთან, ჰიპოგონადიზმთან...)
- კლიმაქტერული სინდრომით განპირობებული სქესობრივი დარღვევები
- პარტნიორული წყვილის სექსუალური დისჰარმონია
- სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტირება.