|
უშვილობა რეპროდუქციული სისტემის დაავადებაა, როცა ქალს ან მამაკაცს ან ორივეს არ შეუძლია ბავშვის ჩასახვა ერთი წლის განმავლობაში დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ. უშვილობა შეიძლება ნებისმიერს შეეხოს; უშვილობის მიზეზების ერთი მესამედი შეიძლება მამაკაცის ფაქტორით იყოს გამოწვეული, ერთი მესამედი - ქალის ფაქტორით, ხოლო შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში მიზეზი აუხსნელია. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს უშვილობას, მოიცავს შემდეგს: ქალების შემთხვევაში: - ოვულაციის დარღვევა - გენეტიკური პრობლემები - მილების გამტარიანობის მოშლა - ენდომეტრიოზი - წინათ განხორციელებული ქირურგიული ჩარევა საკვერცხეზე ან საშვილოსნოს ყელზე - საშვილოსნოს ფიბრომები - მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება - ქიმიოთერაპია ან სხვა თერაპია, რომელმაც შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს მამაკაცების შემთხვევაში:- სპერმატოზოიდების დაქვეითებული მოძრაობა - ვარიკოცელე - გარკვეული ჰორმონალური პრობლემები - გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები.
„მეთიკლინიკა“ გთავაზობთ უშვილობის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
|