შოკურ (დარტყმით)-ტალღოვანი თერაპია


შოკურ (დარტყმით)-ტალღოვანი თერაპია წარმოადგენს მთელი რიგი დაავადებების არაქირურგიული და არამედიკამენტოზური გზით მკურნალობის შედარებით ახალ მეთოდს. დაბალი ინტენსივობის ბგერითი ტალღების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმში აღდგენითი პროცესების დაჩქარება მიმდინარეობს. დარტყმითი ტალღა, აღწევს რა კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, კუნთებსა და ძვლებს, გამოყოფს დიდი რაოდენობით ენერგიას, რომელიც გარშემო ნაწილდება.
შოკურ-ტალღოვანი თერაპიის დროს დაზიანების კერებში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ხდება კოლაგენის გამომუშავება, მცირდება ანთებითი ცვლილებები, იშლება კალცინატები, მცირდება ტკივილის ინტენსივობა. მოქმედებს რა უჯრედული მემბრანების გამტარობაზე, იგი ადგილობრივად აუმჯობესებს იონურ გამავლობას, აზოტოვან ცვლას, მიკროცირკულაციას, ლიმფის დრენაჟს. მეთოდი ფართოდ გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებისა და სხვა არაერთი დაავადების დროს.
მეთოდის უპირატესობები:
- ამბულატორული მკურნალობა,
- არ საჭიროებს ანესთეზიას,
- გამოიყენება არაინვაზიურად და მედიკამენტების გარეშე,
- პროცედურების სიმარტივე და ხანგრძლივობის სიმცირე (თითო პროცედურა ტარდება კვირაში 1- ან 2-ჯერ, სეანსი გრძელდება 15-20 წუთი),
- გვერდითი მოვლენების არარსებობა.
მეთოდი ფართოდ გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროში, კერძოდ,
ორთოპედიაში, სპორტულ და აღდგენით მედიცინაში, ნევროლოგიაში:
- სახსრების, კუნთებისა და მყესების ტკივილი, დაზიანებები და ანთებითი პროცესები,
- ნერვების, მათ შორის სახის ნერვის, ანთება,
- ხერხემლის მალთაშუა თიაქარი,
- ოსტეოქონდროზი;
დერმატოლოგიასა და სილამაზის მედიცინაში:
- ოპერაციისშემდგომი ნაწიბურები,
- დამწვრობისშემდგომი იარები,
- ფსორიაზი,
- სტრიები,
- ცელულიტი,
- ნაოჭები;
სექსოლოგიასა და უროლოგიაში:
- სისხლძარღვოვანი წარმოშობის ერექციული დისფუნქცია,
- პეირონის დაავადება და სასქესო ასოს გამრუდება,
- მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილის სინდრომი,
- ქრონიკული პროსტატიტი,
- პროსტატის ფიბროზი და კალცინოზი.
წინააღმდეგ ჩვენებები:
- გულის, თირკმელების, ღვიძლის უკმარისობა,
- მაღალი არტერიული წნევა,
- გულის ელექტროსტიმულატორის, ლითონის პროთეზის არსებობა სხეულში,
- ღია ჭრილობები და მიკროტრავმები,
- ასთმა,
- ონკოლოგიური დაავადებები,
- მაღალი ტემპერატურა,
- ინფექციური დაავადებები,
- ორსულობა.

„მეთიკლინიკაში“ დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს პაციენტების მკურნალობა შოკურ (დარტყმით)-ტალღოვანი თერაპიის მეთოდით.