დერმატოლოგია  – მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის კანის სტრუქტურასა და  ფუნქციებს, მის დაავადებებს,მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის  მეთოდებს. თანამედროვე მედიცინაში არსებობს კანის დაავადებათა დაახლოებით 20 ათასი სახე და ფორმა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სირთულითა და ხასიათით. 

     ჩვენი კლინიკა გთავაზობთ შემდეგი დერმატოლოგიური პათოლოგიების მკურნალობას: 

  •  დერმატიტები (კანის ანთებითი პროცესები - კონტაქტური, ალერგიული და ა.შ);
  •  პიოდერმიები (ჩირქოვანი ინფექციები);
  •  სოკოვანი დაავადებები (თმის, კანის, ფრჩხილის);
  •  ეგზემა;
  •  ფსორიაზი;
  •  კანის პარაზიტული დაავადებები (მუნი, პედიკულოზი);
  •  ალოპეცია (თმის ცვენა);
  •  კანის ვირუსული და ინფექციური დაავადებები (ჰერპესი და ა.შ.);
  •  კანის, თმის, ფრჩხილის და ლორწოვანი გარსის სხვადასხვა პათოლოგიები;